მედია ანონსი
24 დეკემბერი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
ია გოგოლაძე
პიარ მენეჯერი
Tel/Fax: + (995 32) 24 27 77 (1407)
+ (995) 77 29 80 58
gogoladze_i@elitelectronics.ge
www.elitelectronics.ge
ელიტ ელექტრონიქსი" HTC-ის უახლესი მობილური ტელეფონების რეალიზაციას იწყებს
[PUBLICITY.GE] თბილისი, 24 დეკემბერი, 2010 წელი - "ელიტ ელექტრონიქსმა" HTC-ის ინოვაციური პროდუქტის რეალიზაცია დაიწყო.
Desire HD, HD7 და desire Z - ეს მოდელები, მობილურ ტელეფონებში მსოფლიოს წამყვანმა მწარმოებელმა, HTC - მ 2010 წლის ოქტომბერ/ნოემბერში წარმოადგინა.
საქართველოში კი აღნიშნული ტელეფონები სულ რაღაც ერთ თვეში შემოვიდა და მომხმარებლებს მათი შეძენა მხოლოდ "ელიტ ელექტრონიქს"-ში შეეძლებათ.
- "HD7-ში ჩატვირთულია Microsoft Windows Phone 7 - ის ოპერაციული სისტემა, რომელიც წარმოადგენს Microsoft -ის ბოლო ვერსიას. მისი მეშვეობით შესაძლებელია შეასრულოთ თითქმის ყველა ის ოპერაცია, რასაც ჩვეულებრივი კომპიუტერი ასრულებს. აღნიშნული მოდელები დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა, ფუნქციურად კი მათი მოხმარება ძალიან გამარტივებულია. "ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზიათა ქსელში HTC-ის ყველაზე ფართო არჩევანია წარმოდგენილი, რომელთა ფასიც 499-დან - 1699 ლარამდე მერყეობს" - აცხადებს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ია გოგოლაძე.
მისივე ინფორმაციით, "10 000 საუკეთესო საახალწლო შემოთავაზების" აქციის ფარგლებში, "ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებლებს აღნიშნული ბრენდის მობილურ ტელეფონებზე 15%-მდე ფასდაკლებას 31 დეკემბრამდე შესთავაზებს.
HTC მაღალი კლასის ბრენდია და ძირითადად მისი პროდუქტი საქმიან ადამიანებზეა გათვლილი.